პორტალმა Football Italia-მა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელთაც სერია ა-ში უთამაშიათ. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც მოხვდა, რომელიც წლების განმავლობაში დიდი “მილანის” ღირსებას წარმატებით იცავდა.

„საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის “მილანის” ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მეომარი. ქართველი ფიზიკურად ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი დიდი უპირატესობა უნივერსალურობა იყო, რის გამოც დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაშობდა. კალაძემ “როსონერის” მაისურით 284 შეხვედრა ჩატარა, არადა კონკურენცია უწევდა პაოლო მალდინისთან, ალესანდრო ნესტასთან, მარკუს კაფუსთან და იაპ სტამთან. ამ სიაში კალაძის მოხვედრა მის მიერ მოგებული ტიტულებითაც აიხსნება. მან “მილანთან” ერთად ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო. მათ შორის სკუდეტო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი“, – წერს ქართველზე Football Italia.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კალაძე 9 წელი „მილანში“ გამოდიოდა, ერთი სეზონი კი „ჯენოაში“ გაატარა.

 

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მეკარე:
სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია – უდინეზე, ინტერი)

მცველები: კახა კალაძე (საქართველო – მილანი, ჯენოა), კრისტიან კივუ (რუმინეთი – რომა, ინტერი), სინიშა მიხაილოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი – რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი);

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი (ხორვატია – მილანი), დეიან სტანკოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი – ლაციო, ინტერი), ვლადიმირ იუგოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი – სამპდორია, იუვენტუსი, ლაციო, ინტერი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი – ლაციო, იუვენტუსი), დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია/მონტენეგრო – მილანი); ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი – იუვენტუსი, რომა);

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა – მილანი)

 

 

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05