LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელი ავტომოყვარული 55 ფურგონს ყიდის

408
carsss

კანადელმა მამაკაცმა გასაყიდად ერთდროულად 55 Volkswagen Westfalia გამოიტანა. მთელი კოლექცია ერთ ლოტად გაიყიდება და მისი საწყისი ღირებულება 350 ათასი დოლარია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა ფურგონი აღდგენას და განახლებას ექვემდებარება. გარდა ამისა, მათი ტექნიკური მახასიათებლები გამოსვლის პერიოდის შესაბამისია. ფურგონები სათითაოდ არ იყიდება, თუმცა, მათი დათვალიერება შესაძლებელია. ექსკურსიის ფასი კი 500 დოლარს შეადგენს.

„კემპერები“გერმანულმა კომპანია Westfalia-Werke ააწყო და ყველაზე პოპულარული მოდელები 1968-1979 წლებში გამოსული მოძრავ სახურავიანი T2 მოდელები გახდა. რამდენიმე ფურგონი სამზარეულო ატრიბუტიკით, მაგიდითა და მაცივრითაცაა უზრუნველყოფილი.  კანადელი კოლექციონერი მათ მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები