ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებლად დაასახელა.
ორგანიზაციამ გადახედა 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით წლის საუკეთესო პლეიმეიკერის არჩევის შედეგებს. რეიტინგში მოხვდნენ ამ გამოკითხვაში შესული ტოპ 20 ფეხბურთელები. მოთამაშეს, რომელმაც რომელიმე წელიწადს პირველი ადგილი დაიკავა, 20 ქულა ერიცხებოდა, მეორე ადგილოსანს 19 ქულა და ა.შ.
ბოლო 10 წლის საუკეთესო მწვრთნელი სიმეონეა: ვის რამდენით აჯობა არგენტინელმა
მესი საუკეთესო გამთამაშებელი გახდა 2015, 2017 და 2019 წლებში, მეორე ადგილზე გავიდა 2011, 2014, 2018 და 2020 წლებში. მას 174 ქულა დაუგროვდა.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა „ბარსელონას“ ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა (127), მესამეზე „რეალის“ შუახაზელი ლუკა მოდრიჩი (113).
ტოპ 10-ში მოხვდნენ: კევინ დე ბრიუინი (“სიტი), ტონი კროოსი, ედენ აზარი (ორივე „რეალი“), ნეიმარი (პსჟ), მესუთ იოზილი („არსენალი“), ანდრეა პირლო (კარიერა დაასრულა), ია ია ტურე (კარიერა დაასრულა).
„ბარსელონას“ კიდევ ერთი ტვინი, ჩავი 55 ქულით მე-11 აღმოჩნდა. „იუვენტუსის“ მეგოლე კრიშტინო რონალდომ ამ გამოკითხვაში 54 ქულა მოაგროვა და მე-12 ადგილი დაიკავა.