LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 10 წლის საუკეთესო მწვრთნელი სიმეონეა: ვის რამდენით აჯობა არგენტინელმა

89
simeone

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ათწლეულის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად დაასახელა.

ორგანიზაციამ 2011-დან 2020 წლის ჩათვლით შედეგებს გადახედა. რეიტინგში შევიდნენ ის სპეციალისტები, რომლებიც ტოპ 20-ში მოხვდნენ. მწვრთნელს, რომელმაც ერთ-ერთ წელიწადს პირველი ადგილი დაიკავა, 20 ქულა ერიცხებოდა, მეორე ადგილოსანს – 19 და ა.შ.

ლეო მესი: ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებელია

სიმეონე IFFHS-ის ვერსიით საუკეთესო 2016 წელს გახდ. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა კლუბმა მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ორჯერ გაიმარჯვა ქვეყნის სუპერთასზე, ევროპის ლიგასა და ევროპის სუპერთასე. ასევე ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

არგენიტნელმა 152 ქულა მოაგროვა და გაასწრო „სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას (144) და იურგენ კლოპს, რომელიც ახლა „ლივერპულშია“ (105).

ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: ჟოზე მოურინიო („ტოტენჰემი“, 91), მასიმილიანო ალეგრი (77, უკლუბოდ), უნაი ემერი („ვილიარეალი“, 70), კარლო ანჩელოტი („ევერტონი“, 57), მაურისიო პოჩეტინო (პსჟ, 56) და მარსელო გალიარდო („რივერ პლეიტი“, 56).

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, რომელმაც კლუბთან ერთდ ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა (59 ქულა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები