LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯორდანი ყველაზე მდიდარ ხალხში მოხვდა

michael-jordan-paris

ავტორიტეტულმა ჟურნალმა Forbes-მა ამერიკის შეერთებულ შტატების ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგი შეადგინა.

ამ შესაშურ სიაში მოხვდა მაიკლ ჯორდანი, რომელიც მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ყველა დროის უდიადესი სპორტსმენის ქონება 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მოგეხსენებათ, ის NBA-ის კლუბის „შარლოტის“ მფლობელია.

რეიტინგის პირველი ორი ადგილი კინორეჟისორებმა ჯორჯ ლუკასმა (5.4 მილიარდი) და სტივენ სპილბერგმა (3.7 მილიარდი) დაიკავეს. მესამეა ტელეწამყვანი ოპრა უინფრი – 2.8 მილიარდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები