LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპეზე ძვირფასი არავინაა: ტოპ ყველაზე ძვირადღირებულები

99
180711174234-kylian-mbappe-france-world-cup-getty-super-tease

კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-იმ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-100 შეადგინა. გაითვალისწინეს მოთამაშის ასაკი, პოზიცია, საკლუბო და სანაკრებო დონეზე გამოსვლა, კლუბისა და ნაკრების მიღწევები, ჩემპიონატის დონე.

რეიტინგს სათავეში ჩაუდგა პსჟ-ს და საფრანგეთის ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი კილინ მბაპე: თანხამ 252.2 მლნ ევრო შეადგინა. მას მოყვებიან ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი „ლივერპულიდან“ (219.6) და ინგლისელი რაჰიმ სტერლინგი „სიტიდან“ (207.9).

ლეო მესი მეოთხეა (167,4), ანტუან გრიზმანი – მეცხრე (143,8), აი კრიშტიანო რონალდო კი სულაც მეოცე (118,1).

 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები