LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1110
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 05:38-დან 14:15 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების შექმნის მიზეზი.

გაითვალისწინეთ ხელმძღვანელთა რჩევები და აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე. დღეს განსაკუთრებით მოგიწევთ ბრაზისა და აგრესიისგან თავის შეკავება, რადგან დღევანდელი დღე შერიგების დღედ ითვლება, მოზღვავებული ემოციები კი, მხოლოდ ხელს შეგიშლით გარშემომყოფებთან ურთიერთობაში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ბინის შესაცვლელად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ბეჟი (დღის 2 საათამდე), მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ყავისფერი (დღის მეორე ნახევარში), ასევე, ბრილიანტი, სერდოლიკი და ქარვა, მალაქიტი და მთის ბროლი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g