LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

953
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:14-დან 18:26 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 17 აპრილამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთგულებას და მოთმინებას, სიფრთხილესა და წინდახედულობას, შემოქმედებით და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, კომფორტისა და სილამაზისკენ სწრაფვას გააძლიერებს. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საბანკო და საფინანსო, აგრარულ და სამშენებლო სფეროში ჩაბმული ადამიანების მატერიალური მდგომარეობა.

ენდეთ საკუთარი ინტუიციას, რადგან სწორედ დღეს შეძლებთ ძველი პრობლემების ახლებურად დანახვას და გადაწყვეტას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ახალი პროექტის დაწყებისა და ძველის დასასრულებლად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურებისთვის, თუმცა არ ღირს მანუალური თერაპიის ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები