LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1260
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ტყუპების, მთვარე კი, მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

ეცადეთ თანაბრად გადაანაწილოთ დრო სამუშაოსა და დასვენებაზე.

გამოიყენეთ დღევანდელი დღე ზედმეტი ნივთებისა და უსარგებლო ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – მოუსმინეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორის განწყობისა და სურვილების გამოცნობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, კომპეტენციის და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ავტომობილის შეძენისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, იურიდიული კონსულტაციის მიღება და ოფიციალური საბუთების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – არ ღირს მოდუნება, ეცადეთ მეტი იმოძრაოთ და დაიტვირთოთ ფიზიკურად. მოერიდეთ რენტგენს და სხივურ თერაპიას, კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ყელ-ყურისა და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, მწვანე, შავი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები