LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

cagareli

მზე ერთი თვით (19 თებერვლამდე) მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, ამიტომ გაძლიერდება ამ ნიშნის მახასიათებელ თავისებურებები – ორიგინალურობის და კომუნიკაბელურობის უნარი, სიახლის, რეფორმების და თავისუფლების სიყვარული, ასევე სიჯიუტე და სიზარმაცე, სულსწრაფობა და ფინანსების უყაირათოდ ხარჯვის სურვილი.

საკმაოდ რთული დღეა! ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა საკმაოდ მაღალია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მაქსიმალურად მოერიდეთ კოლეგებთან კონფლიქტს და საქმის გარჩევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და თვითნაკეთი ნივთების შესაძენად, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, არ ღირს საცხოვრებლის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, გამოიწვევს წნევის მატების, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ მედიკამენტების პროფილაქტიკას. მოერიდეთ დასუსტებულ კუჭზე, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის გაკეთებას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ლურჯი და მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, გიშერი და აგატი, მალაქიტი და ოპალი მნიშვნელოვნად გააძლიერებენ დადებით შესაძლებლობებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნეგატიური დღე ელის ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები