მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:12-დან 18:21 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან ბევრი ეცდება თქვენს პროვოცირებას და მახეში გაბმას. თავი შეიკავეთ დაპირებების გაცემისგან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, უმჯობესია დეტალურად შეისწავლოთ პრობლემა და მხოლოდ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტოთ.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა შერიგებისა და სიყვარულის ახსნისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ორგანიზმის ზედმეტი საკვებით გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, წითელი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, მარჯანი, ბრილიანტი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.