LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1056
მიხეილ ცაგარელი

მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. კარგი დღეა ზედმეტი ნივთებისა და უსარგებლო ურთიერთობისგან გათავისუფლებისთვის.

არ ღირს ახალი კონტაქტების ძიება, უმჯობესია პრობლემები მოაგვაროთ ძველ მეგობრებთან. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და ზედმეტი კრიტიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და სალათებით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები