LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (12-18 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1803
cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (12-18 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, არაჩვეულებრივი ქარიზმის და შინაგანი შარმის წყალობით კი, არ გაგიჭირდებათ საპირისპირო სქესის პარტნიორთა მიზიდვა. შეძლებთ გააქტიურებას, იდეების რეალიზაციას, ბიზნესის გაფართოვებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ძველ პარტნიორთან ურთიერთობის აღსადგენად და ახალი რომანის გასაბმელად, არაა გამორიცხული, სწორედ ამ კვირაში გაიცნოთ ის ერთადერთი და განუმეორებელი, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდით. მთავარია, არ იზარმაცოთ და მაქსიამლურად გამოიყენოთ ყველა დადებითი შესაძლებლობა.

კურო – ფინანსურად წარმატებული კვირაა, რადგან მოულოდნელდ მიიღებთ იმ შემოსავალს, რომლელზეც დიდი ხნის წინ ჩაიქნიეთ ხელი. კარგი პერიოდია ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ძველი იდეების განსახორციელებლად და ახალი პროექტების დასაწყებად. თუმცა, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს.

ტყუპები – აქტიური, შესაძლებლობებით სავსე კვირაა. შეძლებთ ჩვეული გონებამახვილობის, კომუნიკაბელურობის გამოვლენას და საინტერესო ადამიანების გაცნობას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ მართებული გადაწყვეტილების მიღება და სწორად მოქმედება. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და ნებისმიერი მოლაპარაკების თქვენს სასარგებლოდ დასასრულებლად. არაა გამორიცხული სწორედ ახლა გაიცნოთ ადამიანი, ვინც საიმედო პარტნიორი და ერგული მეგობარი გახდება მომავალში.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, შეძლებთ იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ უსიამოვნებები შეგექმნებათ მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, რადგან ვერ მიიღებთ სათანადო მხარდაჭერას, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რადგან ფორიაქი და შინაგანი შფოთი სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ და გარშემომყოფებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება. უმჯობესია ყურადღება საქმიან ცხოვრებაზე გაამახვილოთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შანსები.

ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიამი და ამბიციურობა, გაგიჩნდებათ გარშემომყოფთა ყურადღების მიქცევის და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღების სურვილი, რაშიც იღბლიც დაგეხმარებათ, რადგან სწორედ მისი წყალობით შეძლებთ ნებისმიერი სურვილის ასრულებას და წარმატების მიღწევას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, გავლენიანი ნაცნობების შესაძენად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არჩვეულებრივი შარმის წყალობით კი, სწრაფად მიიზიდავთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში დაიბრუნოთ ძველი სიყვარული ან ჩაებათ ახალ რომანტიკულ თავგადასავლებში. მთვარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ გრძნობებმა, რათა არ დაივიწყოთ ყოველდღიური ვალდებულებები და არ შეიქმნათ პრობლემები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში.

ქალწული – ნაკლებად იღბლიან კვირაში საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. მოერიდეთ გადატვირთვას, სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, რადგან გააქტიურებული ფარული მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად შეუშლიან ხელს ნებისმიერ თქვენს წამოწყებას. ნაკლებად იღბლიანი პერიოდია ინიციატივის გამოსაჩენად და ახალი პროექტების დასწყებად, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და მხოლოდ გეგმები დასახოთ მომავლისთვის. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, რადგან მხოლოდ მათი თანადგომა დაგეხმარებათ რთული პერიოდის ნაკლები ზარალით დაძლევაში.

სასწორი – სტაბილური, საკმაოდ ჰარმონიული კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და კოლექტიურ საქმიანობაში ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას, დიპლომატიის წყალობით კი, არ გაგიჭირდებათ ძველი კონფლიქტების მოგვარება და ახალი, სასარგებლო კონტაქტების დამყარება. არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი მეგობრები, დაწინაურდეთ ან მიიღოთ პერსპექტიული შეთავაზება, რომელიც მომავალში საკმაოდ სოლიდური შემოსავლს მოგიტანთ. თუმცა ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ კარიერაზე ფიქრი, მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას, რათა არ გაანაწყენოთ ოჯახის წევრები.

მორიელი – მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, თუმცა არ ღირს სარფიან შეთავაზებებზე უარის თქმა, რადგან სწორედ მათი წყალობით შეძლებთ კარიერულ წინსვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ძველი კონტაქტების აღსადგენად და ახალი ნაცნობების შესაძენად, იდეების განსახორციელებლად და სამომავლო გეგმების დასასახად. მთავარია გამოიჩინოთ ინიციატივა და დამოუკიდებლად მოიძიოთ წარმატების შანსები.

მშვილდოსანი – მეტად დინამიური, იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და შემართება, მარტივად დაძლევთ ურთულეს პრობლემებს და განახორციელებთ გრანდიოზულ იდეებს. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და საჯარო გამოსვლებისთვის, ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და ახალი ნაცნობების შესაძენად, მით უფრო, რომ ერთი-ორად გაიზრდება თქვენი პოპულარობა საზოგადოებაში. თამამად შეგიძლიათ გამართოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, რადგან ნებისმიერ მოლაპარაკებას თქვენს სასარგებლოდ დაასრულებთ. მთავარია, მაქსიმალურად გამოიყენოთ სასიკეთო შესაძლებლობები და ხელიდან არ გაუშვათ დაწინაურების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი.

თხის რქა – ცვლილებების კვირაში არა მხოლოდ გარემო შეიცვლება, არამედ თავადაც განიცდით შინაგან ტრანსფორმაციას, შეგეცვლებათ თვითშეფასების კრიტერიუმები, წარმოდგენა მიმდინარე მოვლენებსა და გარშემომყოფებზე, მეტად დააფასებთ საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან ჩაებათ იმ პერსპექტიულ პროექტებში, რომლებიც მომავალში აუცილებლად მოგიტანენ მატერიალურ სარგებელს. კარგი პერიოდია კერძო ბიზნესის დასაწყებად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად, მართალია, ურთიერთობა დაგეძაბებათ კოლეგებთან, რადგან ზედმეტად დიდ დროს დაუთმობთ ინდივიდუალურ პროექტებს, მაგრამ მაინც არ ღირს დამატებით შემოსავალზე უარის თქმა.

მერწყული – მეტად მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას, კოლეგები და პარტნიორები კი, მაქსიმალურად შეგიწყობენ ხელს წინსვლასა და განვითარებაში. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად და ახალი გეგმების დასასახად, რომანტიკული კავშირების გასაბმელად, ძველი საქმეების დასასრულებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მოულოდნელად მიიღოთ შემოსავალი, რომელსაც არ ელოდით. მთავარია, განთავისუფლდეთ იმ კავშირებისგან და ძველი ნაცნობებისგან, ვინც ზღუდავს თქვენს წარმატებას.

თევზები – მეტ-ნაკლებად სტაბილურ კვირაა. გაგიჭირდებათ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა, რაც დროებითი პაუზის და ერთგავრი დამკვირვებლის პოზიციაზე გადასვლას გაიძულებთ. ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე მოვლენებს, გარშემომყოფებს და ნუ ეცდებით მოვლენების ფორსირებას, რადგან დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ შეცდომებს დაგაშვებინებთ. არაა გამორიცხული მიიღოთ ახალი თანამდებობის დაკავების შეთავაზება, თუმცა დათანხმებამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს არც ფიზიკურად, არც ემოციურად გადატვირთვა.

 

გეომაგნიტური დღეები – 12, 14, 15 და 16 აგვისტო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები