LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ავტობაზარზე სიტუაცია უმჯობესდება

64
hyundainewsss5

მაისის თვეში მსოფლიო ავტობაზარმა ეტაპობრივად გაღვიძება დაიწყო. სანამ გაყიდვების მაჩვენებელი ძველ დონეს დაუბრუნდება ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა აპრილის თვესთან შედარებით სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდა. მაგალითად, ჩინური ბაზარი გასულ თვეს 2,3%–ით შემცირდა, ამერიკული – 25%–ით, ფრანგული – 50%–ით, ესპანური კი – 79%–ით, ეს მაშინ როცა აპრილის თვეში ვარდნა მთელი 93% იყო.

ავტომწარმოებლებმაც შვებით ამოისუნთქეს. მაგალითად, Hyundai–მ მაისში 217, 5 ათასი ავტომობილის რეალიზება მოახერხა და ზოგადად სამხრეთ კორეაში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა 4,5%–ითაა გაზრდილი.

ეს მხოლოდ დასაწყისია და სხვა ავტომწარმოებლებს გაყიდვების ოფიციალური მაჩვენებელი ჯერ არ წარმოუდგენიათ. თუმცა, ფაქტია რომ სიტუაცია სტაბილურდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები