მონაკომ საავტომობილო გამოფენას Top Marques-ს უმასპინძლა. ავსტრალიელმა ავტომოყვარულმა ზაკ მიჰაილოვმა წარადგინა პროექტი, რომელზეც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს არის სუპერქარი Zacaria SC, რომელიც სარბოლო ბოლიდია, თუმცა ჩვეულებრივ გზებზეც დაიშვება.

Zacaria SC ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც „ფორმულა 1“-ის რიგითი ბოლიდი. სუპერქარის კონსტრუქცია ალუმინის პანელებისგანაა შექმნილი. ავტომობილის წონა 850 კილოგრამია. ის 6,3 ლიტრის მოცულობის  V12 Ferrari-ს ძრავითაა აღჭურვილი და 700 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. გადაცემათა კოლოფი სარბოლო Albins-ია და ტრადიციულად 6 საფეხურიანია.

აღსანიშნავია, რომ Zacaria ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მწარმოებელი დამატებით შეკვეთასაც მიიღებს.

 

ტეგები: Ferrari

მსგავსი თემები