LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება ჯეიმს ბონდის სტილში შესრულებული Aston Martin

72
astonmartinbond

კომპანია Aston Martin-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია ახალი DB5 Continuation და მისი მრავალფეროვანი აღჭურვილობა. სიახლე ბაზარზე 25 ეგზემპლარად გამოვა და მთელ რიგ ჯაშუშურ გაჯეტებს მიიღებს. ეს ავტომობილები 1964 წელს გადაღებული “აგენტი 007”-ის სცენებში გამოყენებული მოდელის ანალოგიური იქნება.

თითოეული DB5 ვერცხლისფერ შეფერილობას მიიღებს და საკოლექციო მოდელების სიაში ჩაეწერება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯაშუშური ავტომობილით საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილება აკრძალული იქნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები