LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი საგიჟეთი ლონდონში და საგიჟეთი დორტმუნდში – ლიგის ამბები მოკლედ

190
rue225b8e6031

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ნახევარი და შესაბამისად გადამწყვეტი მატჩები დაიწყო. ბევრგან ჯერ ისევ ჩახლართული ვითარებაა და ეს ქომაგებისთვის კარგია. არის სენსაციებიც, მაგალითად ვერ მოიგო „ბარსელონამ“ შინ „სლავიასთან“, „ნაპოლიმაც“ დაკარგა ქულები სიმპათიურ „ზალცბურგთან“ და შანსი დაუტოვა ავსტრიელებს, სხვაგანაც ბევრი გუნდი ინარჩუნებს გასვლის შანსს და დანდობაც არ იქნება დარჩენილ თამაშებში, მაგრამ ის, რაც ლონდონში მოხდა ალბათ კიდევ კარგა ხანს აღარ განმეორდება. „ჩელსიმ“ და „აიაქსმა“ 4:4 ითამაშეს. ჰოლანდიელები სამი ბურთით იგებდნენ, ორი კაცი გაუგდეს, ინგლისელებმა ორი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს, მოკლედ, მთელი წლის ფეხბურთი ერთ მატჩში მოექცა.

 

„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა პრესასთან ურთიერთობაზე უარი თქვეს „ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ და ბაზაზე დაბრუნდნენ. ისინი დე ლაურენტისის წინააღმდეგ აბუნტდნენ, რომელმაც მოთამაშეები ბაზაზე ჩაკეტა.

„ლიონის“ მწვრთნელი „ბენფიკასთან“ 3:1-ის შემდეგ: „ახლა ამოცანაა საჭირო შედეგს მივაღწიოთ „ზენიტთან“ შეხვედრაში“.

„ბენფიკას“ მწვრთნელი: „ძალიან ბევრი სივრცე მივეცით „ლიონს“.

ფავრი „ინტერთან“ მოგებაზე: „შესანიშნავი მატჩი სისწრაფეებზე, ერთი სიამოვნებაა ასეთი თამაშების ყურება“.

კონტე „ბორუსიასთან“ 2:3-ზე: „გიჟს ვგავარ. „ინტერს“ უკეთ უნდა დაეგეგმა სეზონი“.

ჰაკიმის 4 გოლი აქვს ლიგის 4 მატჩში. ამაზე მეტი ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ჰოლანდმა და ლევანდოვსკიმ გაიტანეს.

ლაუტარო მარტინესი „ინტერის“ პირველი მოთამაშეა ბოლო 9 წელიწადში, რომელმაც ლიგის 3 მატჩში ზედიზედ გაიტანა.

კლოპი „გენკთან“ 2:1-ზე: „ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები, ამიტომ თამაში გახსნილი იყო“.

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე წაუგებელი თამაშები 34-მდე გაზარდა.

„ბარსამ“ „ნოუ კამპზე“ პირველად ვერ გაიტანა 2018 წლის თებერვლის შემდეგ.

„სლავია“ 7 წელიწადში პირველი გუნდია, რომელმაც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუშვა.

ვალვერდე 0:0-ზე: „სლავიას“ ერთი მომენტიც არ ქონია, მაგრამ ჩვენ მეტის გაკეთება შეგვეძლო“.

ლემპარდი „აიაქსთან“ 4:4-ზე: „რა სანახობა. გიჟური მატჩი, ვერ ვილაპარაკებ თამაშზე“.

„აიაქსმა“ პირველ ტაიმში „ჩელსის“ 3 გოლი გაუტანა, არადა კარში მხოლოდ ერთხელ დარტყა.

„ჩელსის“ მცველი ჯეიმსი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორია კლუბის ისტორიაში ლიგაზე.

„ჩელსიმ“ პირველად გაუშვა 3 გოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში.

„ჩელსი“ 2005 წლის შემდეგ პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ლიგაზე 3 გოლი ამოქაჩა. მაშინ ეს „ლივერპულმა“ გააკეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები