LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ კოცნი ბიჭო ბავშვს: ბექჰემი საკუთარ ქალიშვილს ტუჩებში კოცნის და აკრიტიკებენ

103
david-harper-kissing-t

დევიდ ბექჰემმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც 10 წლის ქალიშვილს, ჰარპერს ტუჩებში კოცნის.

მამა და შვილი პარკში სეირნობდნენ და დევიდმა შვილის მიმართ სინაზე და სითბო გააზიარა. „მამამ და პრინცესა ლეამ მშვენივრად ისეირნეს ამ დილით“ – მიაწერა ყოფილმა ფეხბურთელმა.

აქამდეც 46 წლის ბექჰემის მიმართ კრიტიკა ისმოდა, რომელიც ისეთ ფოტოებს დებდა, სადაც ჰარპერს კოცნის. როგორც წინა შემთხვევებში აზრი აქაც გაიყო: პოსტს 7 ათასზე მეტი კომენტარი მოყვა. ზოგმა ფოტო ლამაზად მიიჩნია და ვარსკვლავი დაიცვა, მეორე ნაწილი კი უკმაყოფილობას გამოხატავს და ამტკიცებენ, რომ ჰარპერი საკმაოდ დიდია ასეთი ჟესტისთვის და რომ უმჯობესია დევიდი გაჩერდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები