LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ისევ ლიპოსია: ვარლამ ლიპარტელიანი „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

1549797506-9

ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის „გრანდ სლემი“ მოიგო.

ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანმა დიდი გჭირვების გარეშე აჯობა იაპონელ აარონ ვოლფს, რომელმაც 1/16 ფინალში ლაშა ტაველური გამოთიშა.

ბოლო წუთზე ქართველმა შუაკავურით ვაზარზე დააგდო იაპონელი და მოპოვებული ქულა ბოლომდე შეინარჩუნა.

ლიპარტელიანი პარიზის გრანპრის სამგზის გამარჯვებულია, ისე კი ეს ქართველი ძიუდოისტისთვის კარიერაში მეექვსე პარიზული მედალია.

ლიპარტელიანმა მეოთხედფინალური დაპირისპირება ალექსანდრ იდირს დაძაბულ ორთაბრძოლაში მოუგო.
ნახევარფინალში კი შარშან, ბაქოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის, რევანში აიღო სამხრეთ კორეელი გუამ ჩოსთან.

საქართველოს ნაკრებს პარიზის „გრანდ სლემზე“ სამი მედალი უკვე ქონდა. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები