ბევრი მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდოს გოლების უმრავლესობა პენალტით გააქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. პორტუგალიელმა გასულ წელს თამაშიდან 33 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახდა ევროპის ტოპ ლიგებში.
„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კვლავ მწვერვალზე იყო 2020 წელს.
ამ 33 გატანილი გოლით კრიშტიანომ ერთი ბურთით აჯობა „ბაიერნის“ პოლონელ გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის. სიაში მესამე აღმოჩნდა გასული სეზონის „ოქროს ბუცის“ მფლობელი ჩირო იმობილე („ლაციო“ – 28 გოლი). შემდეგ მოდიან მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) და ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდის „ბორუსია“), რომელთა ანგარიშზე 23 გოლია.
შეგახსენებთ, ამ ბურთებში არ ითვლება პენალტიდან გატანილი გოლები.
ევროპის ტოპ 10 ბომბარდირი: ჯერ ლევანგოლსკი, მერე კრიშტიანო, მესი ჩააჩოჩეს
2020 წელს რონალდომ „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა მოიგო.
ამბობენ, რომ ზაფხულში მან შესაძლოა დატოვოს ტურინი და „მანჩესტერში“ დაბრუნდეს.