LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი მძღოლის დამსახურებით ერთმანეთს 13 ავტომობილი დაეჯახა (ვიდეო)

113
crash4555

ქალაქ ნანკინში (ჩინეთი) Mazda CX-5–ის საჭესთან მყოფმა ქალმა მასობრივი ავარია გამოიწვია. მძღოლი გვირაბში ზედმეტად დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რაც საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. მათ მკვეთრად დამუხრუჭება დაიწყეს და ამ დროს ერთმანეთს 13 მანქანა დაეჯახა.

ბედის ირონიით, ავარიაში ყველაზე ნაკლებად მთავარი დამნაშავის ავტომობილი დაზიანდა და მის კროსოვერს მხოლოდ ბამპერი გაუტყდა. სხვა მანქანებს კი ნაკლებად გაუმართლათ, ისინი წინა და უკანა მხრიდან დაზიანდნენ. საინტერესოა, რომ ავარიაში მონაწილე ყველა მანქანა ერთ ზოლში დარჩა და მეორე ზოლში მყოფი ავტომობილებისთვის დისკომფორტი არ შეუქმნიათ.

ჩინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, Mazda CX-5–ის მძღოლი ძალიან ნელა გადაადგილდებოდა, რადგან ამ დროს სმარტფონში შეტყობინებას წერდა. სხვა მძღოლებმა კი დროულად რეაგირება ვერ მოასწრეს. დაზარალებულთა შორის არიან Audi A4, BMW X1, Mazda6, Skoda Octavia, Mercedes-Benz CLA, Audi A3, Nissan Teana, Renault Koleos და Honda Civic.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები