LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედაში მესი არავის მოატყუებს, რამოსი არავის სცემს და ნეიმარი არ იტირებს (ფოტო)

181
download (2)

ამ მოედნებზე ლიონელ მესი არ აჩვენებს ფენომენალურ დრიბლინგს, ნეიმარი არ იტირებს ფანტომ ტკივილისგან, სერხიო რამოსი არავის ჩაარტყამს სახეში ხელს, კრიშტიანო არ დაარტყამს პენალტს. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, სწორედ ასეთ მოედნებზე, ასობით კამერის გარეშე, ცოცხლობს ნამდვილი ფეხბურთის სული.

 

„აკრფერის“ საშინაო არენა, რომელიც უელსის დაბალ დივიზიონებში გამოდის და ამავე სახელწოდების სოფელშია დაბანაკებული.

 

პატარა სტადიონი 1805 წელს აშენებულ პონტკისილტეს აკვედუკებთან მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

სტადიონი ქედაში, ბათუმიდან 40 კილომეტრში. მთიან მასივებს შორის მდებარე არენაზე ადგილობრივი „ბეთლემი“ თამაშობს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგაში გამოდის.

 

სტადიონი, რომელზეც ინგლისის მეთერთმეტე დივიზიონის „რიჩმონდ თაუნი“ თამაშობს.

 

რთულად წარმოსათქმელი სახელწოდების სტადიონი „ხასტეინსველიური“ კლუბ „ვესტმანაეიარის“ საშინაო არენაა, რომელიც ისლანდიის პირველ ლიგაში გამოდის.

 

სტადიონი „ბელსლი პარკი“ – შოტლანდიური „ფრასერბურგის“ საშინაო არენაა აბერდინშირის საგრაფოში.

 

ხორვატიის ისტორიული ქალაქ ტროგირის იერი ჩიტის სიმაღლიდან. სტადიონი „ბატარია“ უნიკალურია, რამდენიმე მხრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის არქიტექტურის ძეგლებითაა შემორტყმული.

 

მატჩის ეპიზოდი „რეკრეიშენ გრაუნდის“ სტადიონზე ნიუ-ბრედველში. ადგილობრივი „New Bradwell St Peter FC“ ინგლისის მეათე ლიგაში თამაშობს.

 

ამ სტადიონის სახელს ვერ წარმოთქვამენ. მასზე ათას მოსახლიანი ქალაქ ოულაფსვიკის „ვიკინგური“ თამაშობს.

 

შოტლანდიის ჩემპიონშიპის კლუბ „დამბარტონის“ სტადიონი „ბეტ ბატლერი“ კლაიდის ნაპირებთან V საუკუნეში აგებული ციხესიმაგრის მეზობლად მდებარეობს.

 

სტადიონი „სილვესტრ კარილიო“ – კლუბ „მენსახეროს“ საშინაო არენაა, რომელიც დაბალ ესპანურ დივიზიონებში გამოდის და კანარის კუნძულების ქალაქ სანტა კრუს დე ლა პალმას წარმოადგენს.

 

ავსტრიის მეხუთე ლიგელი „მარია ალმის“ სტადიონი. ქალაქი ზალცბურგის მიწაზე, ალპების ძირას მდებარეობს.

 

სლოვენიური „პორტოროჟის“ სტადიონი ისტრიის ნახევარკუნძულზე, ქალაქ პირანშია. არენა 500 ადამიანს იტევს და ადრიატიკის ზღვასთან ახლოსაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები