LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაა, რონალდო არ არისო: იტალიის სიმბოლურში კრიშტიანოსთვის ადგილი არ მოიძებნა

90
d14.variant1400x787

კრიშტიანო რონალდო სერია ა-ს სიმბოლურ ნაკრებში არ შეიყვანეს. ეს Opta-ს ვერსიაა.

იტალიის პირველობა თავისებურად ანალიტიკურმა კომპანიამ შეაჯამა.

11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა „იუვენტუსის“ თავდამსხმელი, რომელმაც 21 გოლი გაიტანა. თუმცა გოლების ეს რაოდენობა ბომბარდირთა შორის მხოლოდ მეოთხე მაჩვენებელი აღმოჩნდა.

სერია ა-ს 2018/19 წლების ნაკრები:

სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი); ჟოაო კანსელო (იუვენტუსი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალეკსანდარ კოლაროვი (რომა); ალეხანდრო გომესი (ატალანტა), მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი), ფაბიან რუისი (ნაპოლი); იოსიპ ილიჩიჩი, დუვან საპატა (ორივე ატალანტა), დრის მერტნესი (ნაპოლი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები