LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი შერცხვა, ბარსამ არჩევნების თარიღი გაარკვია, ვის გააქვს და ვის ვერა – ამბები მოკლედ

63
-MJ29804Thumb

სენსაცია მოხდა ესპანეთში. მადრიდის “რეალი” ესპანეთის თასიდან მე-3 ლიგის კლუბმა “ალკოიანომ” გამოაგდო, დამატებით დროში 2:1. გერმანიაში კი ლევანდოვსკიმ რეკორდი განაახლა, ხოლო ნოიერი სულ მალე კანს აჯობებს.

 

“რეალი” მეხუთედ გამოვარდა ესპანეთის თასიდან მე-3 ლიგის კლუბთან შეხვედრისას.

“ალკოიანოს” 41 წლის მეკარეს 10 სეივი ჰქონდა “რეალთან”. ყველაზე მეტი ამ სეზონში მადრიდელთა მეტოქეებს შორის.

ზიდანი არ აპირებს გადადგომას. “რეალი” გადაწყვეტილებას სეზონის შემდეგ მიიღებს (Marca).

 

მარტო ალვარო მორატამ გაიტანა “იუვენტუსის” შემადგენლობაში ყველა, 4-ვე ტურნირზე ამ სეზონში.

ლორენცო ინსინიემ “იუვენტუსს” სამივე პენალტი ვერ გაუტანა “ნაპოლიში” თამაშისას.

“მილანი” ახლოსაა იჯარით აიყვანის “ჩელსიდან” ტომორი და მერე 20+ მლნ ევროდ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

 

რობერტ ლევანდოვსკიმ განაახლა ბუნდესლიგის რეკორდი. პოლონელმა 22 გოლი გაიტანა პირველ წრეში.

მანუელ ნოიერმა ოლივერ კანის რეკორდი გაიმეორა, მანაც 196 მშრალი მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში.

 

“მანჩესტერმა” 94-ედ მოიგო პრემიერლიგის მატჩი, როდესაც პირველმა გაუშვა. ეს ტურნირის რეკორდია.

“სიტიმ” ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა, საერთო ანგარიში – 22:2.

 

“ბარსელონას” პრეზიდენტის არჩევნები 7 მარტს გაიმართება. ერთხელ უკვე გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები