LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალს ბერნაბეუზე თამაში არ უნდა – ამბები მოკლედ

70
Capture

„იუვენტუსმა“ ლუკა პელეგრინი 22 მლნ ევროდ იყიდა, ლეონარდო სპინაცოლა კი „რომაში“ წავიდა 29.5 მლნ-ად.

„ინტერმა“ გოდინთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა.

პსჟ-მ ახალი ფორმა წარადგინა ვიდეორგოლით, რომელშიც მბაპეც არის და ნეიმარიც.

„ნაპოლის“ ფაბიან რუისი ახალგაზრდული ევროს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მანოლასი „რომადან“ 36 მლნ ევროდ „ნაპოლიში“ გადავიდა.

იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვენტურა სერია ბ-ს გუნდში „სალერნიტანაში“ მივიდა.

„სელტამ“წყა 12.9 მლნ ევროდ დენის სუარესის შეძენაზე აუ.

სერბეთს სათავეში ტუმბაკოვიჩი ჩაუდგა. ის მონტენეგროდან გააგდეს, რადგან უარი თქვა კოსოვოსთან მატჩში გუნდის ხელმძღვანელობაზე.

L’Equipe: „ტოტენჰემმა“ „ლიონთან“ ნდომბელესთან ტრანსფერი შეათანხმა – 62+10 მლნ ევრო.

„აიაქსელ“ ვან დე ბეეკს რვა წინადადება აქვს. ფეხბურთელი „რეალის“ ვარიანტს ეჭვით უყურებს, სათამაშო პრაქტიკის გამო.

„რეალმა“ ლა ლიგის ხელმძღვანელობას თხოვა, რომ ახალი სეზონის პირველი სამი ტური გასვლაზე ათამაშოს „სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის გამო.

„ატლეტიკო“ „ჩელსის“ ელაპარაკება ალვარო მორატას გამოსყიდვის საკითხზე.

ავსტრალიას სურს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმაპინძლოს ინდონეზიასთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები