LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება განახლებული Mini Cooper S

199
minicoopers

განახლებული ჰეტჩბეკი Mini Cooper S პაპარაცებმა ნიდერლანდებში დააფიქსირეს. ავტომობილის პირველი კადრი Instagram–ექაუნთზე Carspias გავრცელდა.

როგორც კადრიდან ირკვევა, ბრიტანულმა ჰეტჩბეკმა შედარებით აგრესიული ვიზუალი და მინიმალისტური წინა მხარე მიიღო. შეიცვალა ფარის ფორმა, ბამპერი და საბურავების დისკებიც ახალი დიზაინითაა წარმოდგენილი.

განახლებული ჰეტჩბეკის ვიზუალი ერთი შეხედვით კონცეპ–ქარ Rocketman–ს გავს, ეს ის მოდელია რომლის პრემიერაც 2011 წელს ჟენევის ავტოსალონზე შედგა.

აქტუალური Mini Cooper S კი კონვეიერზე 2014 წელს დადგა, სამ–კარიანი ჰეტჩბეკი მოძრაობაში 2 ლიტრის მოცულობის 192 ცხენის ძალის ძრავს მოყავს. აგრეგატი 6–საფეხურიან მექანიკურ ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები