LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

119
2408317-50065110-2560-1440

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია ვინ არის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი.

რედაქტორებმა ხმის მიცემა პლეი-ოფის სისტემით ჩაატარეს: ფინალში პორტუგალიელმა უფრო მეტი ხმა მოაგროვა ვიდრე არგენტინელმა ლეო მესიმ (246 ათასი 209-ი წინააღმდეგ).

ფინალამდე კი რონალდომ აჯობა პაოლო მალდინის, ზინედინ ზიდანს და დიეგო მარადონას. მესიმ მოუგო ფერენც პუშკაშს, ალფრედო დი სტეფანოს და ბრაზილიელ რონალდოს.

მესამე ადგილისთვის მატჩში რონალდომ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მარადონამ.

მესი “ოქროს ბურთის” 6-გზის მფლობელია, რონალდომ ის 5-ჯერ მოიგო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები