LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები მაგრები არიან: აქ ხალხი ისეთივე კეთილია, როგორც საქართველოში – თორნიკე შენგელიას მოსკოვი და რუსები მოეწონა

158
8I5AVBRZCho

ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ მოსკოველებთან ივლისში მოაწერა კონტრაქტს ხელი. მისი ეს ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტმაც კი გააკრიტიკა, გულშემატკივართა ნაწილზე რომ არაფერი ვთქვათ. რუსულ გამოცემა NEWS.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში თორნიკე საუბრობს ესპანეთის ჩემპიონობაზე, თუ რატომ აირჩია რუსების წინადადება და საქართველოში თავსდამტყდარ კრიტიკაზეც. თოკომ ისიც აღნიშნა თუ სად უნდა წახვიდე აუცილებელად საქართველოში მოგზაურობისას.

გთავაზობთ ინტერვიუს ძირითად ფრაგმენტებს, რას ფიქრობს შენგელია რუსებზე.

 

დიდხანს ფიქრობდით ცსკა-ს წინადადებაზე?
დიდხანს არა, დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდა, შეიძლება ნაკლებიც.

რატომ არმიელები?
ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. უკვე ვთქვი და მზად ვარ გავიმეორო: ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის ნაწილი რომ ვარ.

ელოდით, რომ მოსკოველი გულშემატკივრები თბილად მიგიღებდნენ?
კი, ველოდი. გვქონდა შეხვედრა გულშემატკივრებთან, მაგარი ბიჭები არიან! ვკითხულობდი მათ კომენტარებს, ვნახულობდი მოლოცვებს. ბედნიერი ვარ ცსკა-ს ქომაგების მხარდაჭერით.

რასაც ვერ ვიტყვით ქართველ ფანებზე. თქვენს გადასვლას ყველა განიხილავდა. გამიკვირდა ქვეყნის პრეზიდენტის რეაქციაც. როგორ ფიქრობთ, საიდან ამდენი ნეგატივი? ლამის სამშობლოს მოღალატე გიწოდეს. საერთოდ, კითხულობდით რას წერდნენ თქვენს ტრანსფერზე?
რა თქმა უნდა, ვკითხულობდი. პირველი, უკვე დავმშვიდი და დიდი ხანია ავუხსენი ქართველ გულშემატკივრებს. მეორეც, აქცენტი ნეგატიურ კომენტარებზე არ გამიკეთებია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ოჯახმა, ხალხმა, ვისაც ვუყვარვარ და მიცნობენ, დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

როგორ მოგეწონათ მოსკოვი, არა ტურისტის თვალით? მოასწარით გასეირნება?
გულწრფელად ძალიან მომეწონა. ამინდმაც გამიმართლა. რამდენიმე ადგილი ვნახე. ძალიან მაგარია.

მართალი გითხრათ თბილისისა და ბათუმის მერე მოსკოვში დაბრუნება არ მინდოდა. იქ ძალიან კეთილი ხალხია. მოსკოვში კი ხალხი ძალიან სერიოზულია. ასე არ გგონიათ?
ო, არა, რუსეთში ხალხი ისეთივე კეთილია, როგორც საქართველოში. და რაც უკეთ ვიცნობ რუსებს, უფრო ვრწმუნდები, რომ აწი სულ უფრო უკეთესი იქნება. რუსები მაგრები არიან.

 

სად უნდა წავიდეს ტურისტი აუცილებლად თუ საქართველოში მოგზაურობას გადაწყვეტს?
საქართველოში ბევრი მაგარი ადგილია, რომელთა ნახვა აუცილებელია. პირველ რიგში რა თქმა უნდა მთები. შემდეგ – პოპულარული ქალაქები საოცარი ისტორიით. გულით მიგიღებენ და ღვინით გაგიმასპინძლდებიან (იცინის). ქართული ღვინო მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ბევრი ადგილია, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო უკეთესი ხდება.

თქვენი საყვარელი ადგილები რომელია?
ამჟამად რა თქმა უნდა თბილისი, მაგრამ თუ გულწრფელი ვიქნები, სტიმული მაქვს რაც შეიძლება ბევრი ქალაქი ვნახო, რადგან საქართველო ძალიან ლამაზია, ისევე როგორც კერძები!

რომელია საყვარელი კერძი?
ხაჭაპური (იცინის). ნამეტანი გემრიელია. ვერ გაჩერდები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები