LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცობები, ავარიები და გადადებული ფრენები – შტატები უამინდობას ებრძვის

86
usa

ამერიკის შეერთებული შტატები უამინდობას ებრძვის. ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა რამდენიმე შტატში ნამდვილი კოლაფსი გამოიწვია.

სტიქია განსაკუთრებით ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებს უტევს და ასი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უამინდობის გამო რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა, სწავლის პროცესი შეწყდა და მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ბუნებრივია, ამინდმა ფრენებზე იმოქმედა და მხოლოდ ნიუ–იორკის აეროპორტში 400-მდე რეისი გაუქმდა.

ყინვამ ავატომობილთა გადაადგილებასაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა და ათეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები