„ლეგანესის“ წინააღმდეგ სერხიო რამოსმა „რეალში“ 110-ე გოლი გაიტანა და იმ „დახურულ კლუბში“ შევიდა, რომლებიც არა მარტო კარგად ასრულებდნენ ძირითად მოვალეობას, არამედ გატანის უნარიც ქონიათ.

 

ფრანც ბეკენბაუერი – 109 გოლი
109 გოლი 19 წელიწადში – მშვენიერი შედეგია მცველისთვის.

სერხიო რამოსი – 110 გოლი
ესპანელს კარგი შანსი აქვს კიდევ უფრო წინ წაიწიოს ამ რეიტინგში.

რობერტო კარლოსი – 113 გოლი
გოლი ფიზიკის კანონების დარღვევით – აი ბრაზილიელის უნარი.

პაულ ბრაიტნერი – 113 გოლი
კიდევ ერთი გერმანელი ლეგენდა 70-იანებიდან.

სტივ ბრიუსი – 113 გოლი
„მანჩესტერის“ ყოფილი ფეხბურთელი პრემიერლიგის მთელ სირთულეებს შესანიშნავად უმკლავდებოდა.

გრემ ალეკსანდერი – 130 გოლი
სტანდარტების შოტლანდიელი ოსტატი. საინტერესო, რომ ამდენი გოლიდან არცერთი არ ყოფილა ნაკრებში.

ლორან ბლანი – 153 გოლი
ფრანგი თავიდან ნახევარმცველი იყო და მერე დაიხია დაცვაში. ნაკრებში კი ოქროს გოლი აქვს გატანილი პარაგვაისთან 1998 წლის მუნდიალზე.

 

ფერნანდო იერო – 163 გოლი
კიდევ ერთი მადრიდისტა. ის მეტოქის რისხვის სინონიმი იყო.

დანიელ პასარელა – 175 გოლი
შესაძლოა სამხრეთ ამერიკის ყველა დროის საუკეთესო მცველია.

რონალდ კუმანი – 253 გოლი
ჰოლანდიელმა შესაძლოა უკვდავი რეკორდი დაამყარა. ასეთი შედეგიანობა ფორვარდებს არ აქვთ. კუმანი არა მარტო სტანდარტებიდან იტანდა, ის უნივერსალი იყო.

მსგავსი თემები