LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუმახერის მკურნალობის დროს გადაღებული ფოტოების გაყიდვა უცნობებს მილიონ დოლარად სურთ

104
2758743-56996870-2560-1440

ვიღაც ტიპებმა ხელის მოთბობა „ფორმულა 1“-ის შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ფოტოების გაყიდვით მოისურვეს. ფოტოები კი სამთო კურორტზე მომხდარი ავარიის შემდეგ არის გადაღებული.

„მირორის“ ინფორმაციით, ფოტოები ჟენევაში შუმახერის სახლშია გადაღებული. ამ ფოტოებით ბოროტმოქმედებს მილიონ ევროზე მეტის მიღების იმედი აქვთ. 51 წლის ექსმრბოლელის ცოლმა კორინამ უკვე მიმართა პოლიციას პირად ცხოვრებაში ჩარევის ჩივილით.

შუმახერმა საშინელი ტრავმა 2013 წელს მიიღო და კარგა ხანს კომაში იმყოფებოდა.
ინციდენტის შემდეგ გერმანელი საჯარო სივრცეში ერთხელაც არ გამოჩენილა.
არც ისე დიდი ხნის წინ კი მისმა ექიმმა თქვა, რომ ეს ის შუმახერი აღარ არის, როგორიც ხალხს ახსოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები