პოპულარულ სოციალურ ქსელში, „ტიკტოკში“ გავრცელდა ქორწილის კადრები, სადაც სიძე კატაფალკით მივიდა და სტუმრები გაოგნებული დატოვა. უჩვეულო ცერემონიით New York Post დაინტერესდა.

კადრებში ჩანს, თუ როგორ მიდის ქორწილში კატაფალკი, საიდანაც 6 მეგობარს სასახლე გადმოაქვს. შემდეგ ეს სასახლე საკურთხეველთან მიიტანეს და იქ დადგეს.

ერთ-ერთმა სტუმარმა კუბოს თავი ახადა და იქიდან სიძე გადმოვიდა. თუ რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე პატარძალს – უცნობია.

ქორწილის კადრებმა 8 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ინტერნეტ-მომხმარებლები სიძის არჩევანით ძალიან გაოცებულები დარჩნენ. შოკში იყვნენ ქორწილის სტუმრებიც და თავისი რეაქციების დამალვა არც უცდიათ.

 

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები