LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარძლის ოჯახმა ქორწილის ჩასაშლელად სიძე გაიტაცა

120
The-five-suspects-in-police-cust

ინდოეთში პატარძლის ოჯახმა სიძე მოიტაცა, რათა ქორწილისთვის ხელი შეეშალა. ამის შესახებ Hindustan Times წერს.

30 წლის მაჰენდრა კუმარი აპირებდა, რომ ცოლად 24 წლის ლაქშმი დანოდიუ მოეყვანა. მაჰენდრაცა და ლაქშმიც ერთი კლანიდან არიან, ინდოეთში კი კლანის წევრები ოჯახად მიიჩნევიან და მათ შორის ქორწინება ინცესტად აღიქმება. თუმცა, ეს მხოლოდ ტრადიციების მიხედვით.

შეყვარებულებმაც გადაწყვიტეს, წესებს წინ აღსდგომოდნენ და ქორწილისთვის სხვა შტატში წავიდნენ. მათ იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში ნათესაური კავშირების დადგენის გარეშეც მოაწერდნენ ხელს.

თუმცა, წყვილის გეგმების შესახებ ქალის ოჯახმა გაიგო. პატარძლის ნათესავები სიძეს დაედევნნენ და ქორწილის ჩაშლის მიზნით გაიტაცეს. პატარძალმა მომხდარის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა გამტაცებელთა ავტომობილი მალევე ნახეს და გატაცებული დაიხსნეს.

კაცი სამედიცინო გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალი კი ქალთა დახმარების ცენტრში გადაგზავნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები