LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model 3 შიგნიდან და გარედან განახლდება

74
teslamodel320915

ელექტროქარი Tesla Model 3 გრანდიოზული განახლებისთვის ემზადება. ახალი მოდელი ექსტერიერის და ინტერიერის განსხვავებულ ელემენტებს, ასევე დამატებით აღჭურვილობებსაც მიიღებს.

წინასწარი ინფორმაციით, Tesla Model 3 ევოლუციური რესტაილინგისთვის ემზადება. წინა და უკანა ოპტიკას უფრო თანამედროვეს გახდიან, ძარიდან კი ქრომირებული ელემენტები გაქრება. ეს კი მოდელს ბევრად უფრო მინიმალისტურს გახდის. სალონში განახლება საჭეს და ცენტრალურ პანელს შეეხება.

გარდა ამისა, ელექტროქარი ახალ გაგრილების და გათბობის სისტემებს მიიღებს და ელექტროენერგიის მოხმარება ბევრად უფრო ეკონომიური გახდება. გაუმჯობესდება ხმაურის იზოლაცია და საბარგულს ელექტრონული სახურავი გაუჩნდება.

აქტუალური Tesla Model 3 ბაზარზე რამდენიმე ვარიაციითაა წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიას 418 კილომეტრიანი სვლის მარაგი აქვს. ასეთი ელექტროქარი 97 კილომეტრს მხოლოდ 5,6 წამში ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები