LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla–ს ელექტროქარს მოძრაობის დროს სახურავი ეშლება

80
aec49de2628b5c1c67831fcc5f2be76b90cda1ec

ელექტრონული კროსოვერი Tesla Model X ხარისხით არასდროს გამოირჩეოდა და ახლა მას კიდევ ერთი პრობლემა აღმოაჩნდა – მოძრაობის დროს სახურავის ნაწილები ძვრება.

ამერიკელი მძღოლები ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ Tesla Model X ფაქტობრივად ხელში ეშლებათ. თანაც ეს პრობლემა მხოლოდ მათ არ ეხებათ, რადგან სახურავის ნაწილი შესაძლოა უკან მომავალ ავტომობილს მოხვდეს და სხვებიც დააზარალოს. საუბარია სახურავზე არსებულ მინის ნაწილზე, რომელიც როგორც ჩანს ძალიან არამყარია.

როგორც Tesla Mode X–ის ერთ–ერთმა მძღოლმა განაცხადა, სახურავის ნაწილი მაგისტრალზე გადაადგილებისას მოწყდა და დაიმტვრა. ავტომწარმოებელი კი მის გამოცვლაზე და რაიმე გარანტიის მიცემაზე უარს აცხადებს. სერვისში მისვლისას მძღოლს ავტომობილის შეკეთებისთვის 2200 დოლარი მოსთხოვეს.

აღსანიშნავია, რომ თავად „ტესლას“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები