LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანასკნელი Saab 500 ათას შვედურ კრონად გაყიდეს

109
saab-news2121212

შვედურმა აუქციონის სახლმა Bilweb Auctions გასაყიდად უნიკალური ეგზემპლარი Saab 9-3 გამოიტანა და მის მოსაპოვებლად რამდენიმე კოლექციონერი იბრძოდა. 2015 წლის სედანის გარბენი მხოლოდ 66 კილომეტრი იყო, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ის უძრავად, მუზეუმში ინახებოდა.

ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელიც ბრენდი Saab-ის ბოლო მოდელად ითვლება. მსგავსს მანქანებს 2013-2014 წლებში აწყობდნენ, თუმცა მასობრივ წარმოებაში მოდელის ჩაშვება რატომღაც ვერ მოხერხდა.

გაყიდული Saab – ეს არის სედანი 9-3 Aero Turbo4 რომელიც 2 ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავითაა უზრუნველყოფილი. მოდელს 220 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და აგრეგატი 6-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ავტომობილი ვერცხლისფერშია შესრულებული და სალონი თეთრი ფერის ტყავისგან აქვს დამზადებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g