LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Ferrari–ს მძღოლმა მართვა დაკარგა და სპორტქარი ჯართად გადააქცია

41
ferrarinews455

ქსელში გავრცელდა კადრები, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის სიახლოვეს მდებარე ერთ–ერთ ავტოდრომზეა გადაღებული. ფოტოზე წითელი ფერის Ferrari 599 GTB 60F1–ია ასახული, მოდელი რომელსაც Alonso Edition–ის სახელითაც იცნობენ. უნიკალური სუპერქარის მძღოლი სველ გზას ვერ გაუმკლავდა და მანქანა ისე დაამტვრია, რომ მისი შეკეთება შეუძლებელია.

Ferrari 599 GTB 60F1 იტალიური ბრენდის მიერ ფორმულა–1-ის მოგებიდან 60 წლის გასვლის აღსანიშნავად შეიქმნა. ბოლიდის საჭესთან პირველი ჩემპიონი ხოსე ფროილან გონსალესი იყო, რომელმაც ჩემპიონობა 60 წლის შემდეგაც მოიპოვა. ესპანელი მრბოლელის გამარჯვების აღსანიშნავად იტალიურმა ბრენდმა 40 ექსკლუზიური სუპერქარი გამოუშვა და სერიას მისი სახელი უწოდა.

Ferrari 599 GTB 60F1 ფორმულა–1–ის სტილში, ორფერში შესრულდა. სერიის თითოეულ ავტომობილს ხოსე გონსალესის ავტოგრაფი ამშვენებს.

ხოლო თუ რა შეემთხვა ავარიაში მოხვედრილ ავტომობილს, რთული სათქმელია. გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მძღოლი საჭის მართვას ვერ გაუმკლავდა და ბეტონის წინაღობას დაეჯახა. სპორტქარი ისე დაიმტვრა, რომ სავარაუდოდ, მისი აღდგენა უკვე შეუძლებელია, ასე რომ მსოფლიოში ერთით ნაკლები უნიკალური Ferrari Alonso Edition იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები