LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Ford Falcon 300 000 დოლარად გაიყიდა

119
7c31c7403a7c2c6849b4483379d7230d6d3a41dc

ავსტრალიაში გასაყიდად უნიკალური კუპე Ford Falcon GT Hard Top, 1973 წლის გამოშვება გამოიტანეს. ძვირადღირებულმა ავტომობილმა ბოლო 30 წელი ავტოფარეხში უძრავად გაატარა, თუმცა მიუხედავად ამისა, მის მისაღებად მაინც ნამდვილი ბრძოლა დაიწყო.

30 წლიანი „პატიმრობის“ შემდეგ კუპეს მდგომარეობა არც თუ ისე კარგია. ავტომობილის ძარა ჟანგითა და ლაქებით დაიფარა და ზოგიერთ ადგილას მასშტაბური კოროზიაც დაიწყო. ლეგენდარული კუპეს სალონი კიდევ უფრო ცუდად გამოიყურება. იატაკი დალპა, სავარძლები ჭუჭყის სქელი ფენით დაიფარა, პანელი კი საერთოდ დეფორმირებულია.

მიუხედავად ამისა, როგორც კუპეს მფლობელი ირწმუნება ყველა დეტალი ქარხნული, შესაბამისად უნიკალურია. გარდა ამისა, კუპე 1973 წლისთვის უჩვეულო საჭის მექანიზმით, კონდიციონერით და დაბურული მინებითაა აღჭურვილი. მასლქარი ეს არის ერთ-ერთი ბოლო ეგზემპლარი რომელიც ავსტრალიაში შემოღებულ აკრძალვამდე გამოუშვეს. ხელისუფლებამ ზედმეტად სწრაფი ავტომობილები  გზებზე საშიშროების შექმნის გამო აკრძალეს.

აუქციონზე მოდელის მისაღებად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო და საბოლოო ჯამში ის უცნობმა კოლექციონერმა 300 ათას დოლარად იყიდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები