LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალმა BMW M235–მა გამოცდა ვერ ჩააბარა

71
bmwnewsgst

ესპანურმა გამოცემა km77.com გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სპეციალისტებმა ახალი BMW M235i–ს მართვის მოქნილობა შეამოწმეს. გერმანულ სედანს „ირმის ტესტის“ დროს მანევრირება გაუჭირდა და გამოცდა ვერ ჩააბარა.

ჟურნალისტების შეფასებით, მოდელმა წინააღმდეგობების გადალახვა მხოლოდ 68 კმ/სთ სიჩქარის დროს შეძლო. ხოლო როგორც კი სიჩქარე გაიზარდა, სედანს მანევრირება ძალიან გაუჭირდა და რამდენიმე კონუსი წააქცია. სიჩქარის კიდევ უფრო გაზრდის შემდეგ ტრაექტორიის ყოველი ცვლილება მორიგი დაჯახების ტოლფასი იყო. მსგავს შედეგს გერმანული სედანი საკმაოდ უხეშ საბურავებს  Bridgestone Turanza T005–ს უნდა უმადლოდეს.

ექსპერტთა შეფასებით, ასეთი მაჩვენებელი ე.წ. „ირმის ტესტის“ არსებობის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ცუდია. ამიტომ, BMW M235i ყველაზე მოცულობით კროსოვერებთანაც კი აგებს.

შეგახსენებთ, რომ „ირმის ტესტის“ დროს ავტომობილს მაღალი სიჩქარის განვითარებისას მანევრირებას უმოწმებენ. მანქანამ მკვეთრი მოსახვევები ისე უნდა გაიაროს, რომ კონუსებს არ შეეხოს. ამ გზით ექსპერტები გზაზე მოულოდნელად გამოვარდნილი ცხოველებისთვის თავის არიდების იმიტაციას ქმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები