LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ავტოპილოტმა „ტესლას“ ავტომობილი დაჯახებას გადაარჩინა

68
teslamodel3crashout

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც Tesla Model 3–ის წინა კამერითაა გადაღებული. კადრებში აღბეჭდილია ინციდენტი, თუ როგორ გადარჩა ავტოპილოტი სატვირთო ავტომობილთან დაჯახებას.

ექსტრემალური სიტუაცია არიზონას შტატში, ერთ–ერთ მაგისტრალზე მოხდა. შუა ზოლზე მოძრავმა Model 3-მა წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის გადასწრება სცადა. მოულოდნელად სატვირთომ ელექტრომობილს გზა გადაუჭრა და მის ზოლში აღმოჩნდა.

ავტოპილოტის სისტემამ შეძლო, რომ დროულად ემოქმედა, სწორი მანევრირების შედეგად ის სწრაფად სხვა ზოლში გადავიდა და სიჩქარეს მოუმატა. როგორც ელექტროქარის კამერებიდან ირკვევა, რომ არა ავტოპილოტი, სატვირთო ამერიკულ ელექტრომობილს აუცილებლად დაარტყავდა.

„ტესლას“ მძღოლის განცხადებით, თავიდან მას ეგონა რომ ავტოპილოტი მწყობრიდან იყო გამოსული, რადგან უცნაურ მანევრებს აკეთებდა, თუმცა შემდეგ მან სატვირთო შეამჩნია და მიხვდა რომ სისტემამ ის ავარიისგან იხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები