LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BMW-მ ელექტრონული კროსოვერის iX3-ის დებიუტის თარიღი დაასახელა

60
bmwix3newsss

კომპანია BMW-მ გაავრცელა მორიგი თიზერი და ელექტრონული კროსოვერის iX3-ის მსოფლიო პრემიერის თარიღიც დაასახელა. მოდელის პრეზენტაცია ონლაინ-ფორმატში 14 ივლისს გაიმართება და ავტომობილის მთავარი პარამეტრები კარგა ხანია საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.

ელექტრონული სიახლე არამხოლოდ დეკორით, არამედ ტექნიკური შიგთავსითაც განსხვავებულია. კროსოვერს ერთი ელექტროძრავა ექნება და 286 ცხენის ძალას განავითარებს. ელემენტი 74 კილოვატ/საათიანი სიმძლავრის იქნება და 440 კილომეტრ სვლის მარაგს უზრუნველყოფს. ელექტრონულ კროსოვერ iX3-ს ჩინეთში ააწყობენ და სავარაუდოდ, პირველ რიგში ის სწორედ ჩინურ ბაზარზე გამოჩნდება. ევროპაში კი სიახლე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები