ფირმა protean Electric–მა ახალი სისტემის ProteanDrive–ის დატესტვა გადაწყვიტა და შესაბამისი ვიდეო ქსელშიც გაავრცელა. ახალი საბურავები მოდელ NEVS 9-3 EV–ზე დააყენეს და სედანი ადგილზე ატრიალეს.

Protean Electric – 18 დიუმიანი საბურავია, რომელიც ელექტროძრავთან ერთად მუშაობს. მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე ორი ვარიანტი: Pd18 და დ16-ია წარდგენილი. უფროსი 36 კილოგრამს იწონის და 225 კილომეტრი საათში სიჩქარეზეა გათვლილი.

გავრცელებულ ვიდეოში შესრულებული მანევრიც სწორედ საბურავების დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ Saab–ის საბურავებს სხვადასხვა მხარეს შეუძლიათ ბრუნვა, მარჯვენა მხარეს ისინი წინ ბრუნავენ, მარცხენა მხარეს კი – უკან.

იგივე პრინციპი მუშაობს ელექტრონულ პიკაპ Rivian R1T–ზე და ასევე ცოტა ხნის წინ ისიც გაირკვა, რომ ადგილზე ტრიალი ყველგანმავალ GMC Yukon–საც შეუძლია.

 

ტეგები: Saab

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05