LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: „ცხელმა“ Rolls-Royce–მა უდაბნოში გაისეირნა

63
rolsros2010

კომპანია Rolls-Royce–მა გამოაქვეყნა ორწუთიანი ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია, თუ რა შეუძლია კროსოვერ Cullinan–ს უდაბნოში მოგზაურობის დროს. ყველგანმავალის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის მწარმოებელმა ერთ–ერთი ადგილობრივის ავტომობილი გამოიყენა.

გავრცელებულ ვიდეოში Rolls-Royce Cullinan ღამის ქალაქს ტოვებს და უდაბნოსკენ მიემართება. ასფალტიან გზას ქვიშის სამფლობელო ცვლის და კროსოვერი თავის უნიკალურ შესაძლებლობებს გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ Rolls-Royce Cullinan–ს დებიუტი 2018 წელს შედგა. მოდელი 6,75 ლიტრის მოცულობის V12 ძრავითაა აღჭურვილი და 571 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები