LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფრანჩესკო ტოტი თავის გულშემატკივარს ეწვია, რომელსაც კომიდან გამოღვიძებაში დაეხმარა

333
Tottis-emotional-visit-to-the-girl-who-came-out-of

“რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი 19 წლის გოგონას ეწვია, რომელსაც კომიდან გაღვიძებაში დაეხმარა.
ილენია მატილი დეკემბრის შემდეგ საავადმყოფოშია. იგი მეგობართან ერთად ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მისი მეგობარი გარდაიცვალა, თავად კი კომაში იმყოფებოდა.

რომის საავადმყოფომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მატილიმ და ტოტიმ დაახლოებით ერთი საათი გაატარეს ერთად. ტოტიმ მატილის კომიდან გაღვიძებაში “მნიშვნელოვანი როლი” ითამაშა. გოგონამ გამოჯანმრთელების ნიშნები ყოფილი ფეხბურთელის ვიდეოშეტყობინების შემდეგ, გამოავლინა.

მატილი დაფაზე წერდა, რომ მას ტოტისთან პირადად შეხვედრა სურდა, რომელმაც ძალიან მალე შეასრულა თხოვნა.

”მსურს, რომ მალე გნახო და სიცოცხლე დაგიბრუნო”.

მატილის, შეხვედრის დროს “რომას” გუნდის ფერის სამოსი ეცვა.

ექიმმა ლუკა პადუამ, რომელიც ჯემელის ნეირორეაბილიტაციის განყოფილებას ხელმძღვანელობს თქვა, რომ კედლებზე ხმის, მუსიკისა და ფოტოების გამოყენებამ მატილის კომატოზური მდგომარეობიდან გაღვიძებას ხელი შეუწყო.

საინტერესოა, რომ AFP-ს ცნობით, მატილი “რომას” მტრის ბანაკში, რომის “ლაციოს” ქალთა გუნდში თამაშობს.

 

ტოტიმ “რომაში” 750 მატჩში ჩაატარა და 300 გოლი გაიტანა. მან 2007 წელს ევროპის ოქროს ფეხსაცმელი მოიგო, ხოლო 2006 წელს, იტალიასთან ერთად მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები