LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: განახლებული Tesla მთავარ კონკურენტს Lamborghini–ს დაუპირისპირდა

54
teslamodelslamrghn

სპორტულმა Youtube არხმა carwow გადაწყვიტა, რომ ერთმანეთისთვის განახლებული Tesla Model S და  აქტუალური ვერსია Lamborghini Aventador S „დაეჯახებინა“. ავტომობილები ერთმანეთს სწრაფ სვალასა და დამუხრუჭების დინამიკაში შეაჯიბრეს. იტალიური სუპერქარი 600 კილოგრამით უფრო მსუბუქი და სამჯერ უფრო ძვირია, თუმცა რამდენად გამოადგა მას ეს მახასიათებლები შეგიძლიათ თავად ნახოთ.

ორძრავიანი Tesla Model S Performance–ის სიძლიერე განახლების შემდეგ 836 ცხენის ძალამდე გაიზარდა. თუმცა, ამდენი ძალის უარყოფითი მხარე – დიდი მასაა. ელექტროქარის წონა 2241 კილოგრამია, რაც მას ძალიან აყოვნებს. რაც შეეხება ფასს, მოდელი დიდ ბრიტანეთში – 93 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს.

Lamborghini–ს სუპერქარი 6,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი. ბენზინის აგრეგატს 740 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და მხოლოდ 1625 კგ–ს იწონის. ვერსია Aventador–ის ღირებულება 271 ათასი ფუნტი სტერლინგია.

როგორც შეჯიბრმა აჩვენა, ორივე სუპერქარი თითქმის ერთნაირი შესაძლებლობებისაა და დისტანციის გავლისას განსხვავება მხოლოდ რამდენიმე წამში იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები