LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მესიმ ცოლს რეპერის კლიპში ვნებიანად აკოცა

91
Capture

ლეო მესიმ და მისმა ცოლმა ანტონელა როკუცომ მონაწილეობა მიიღეს რეპერ Residente-ის სიმღერის “Antes Que El Mundo Se Acabe”-ის კლიპის გადაღებაში.

“სანამ სამყაროს აღსასრული დადგება, უნდა ვაკოცოთ” – ნათქვამია სიმღერაში და ვიდეორგოლიც ამაზეა. 113 კოცნას შორის ლეოს და მისი ცოლის ამბორიცაა. კლიპში “იუვენტუსის” შემტევი პაოლო დიბალაც მონაწილეობს.

ლეოს ნახვა 1:57 წუთზე შეიძლება, ხოლო დიბალასი – 2:40 წთ-ზე.

 

სხვა ცნობილ ადამიანებს შორის, კლიპში ბენ აფლეკი და მსახიობი ანა დე არმასი, რიკი მარტინი და მისი ქმარიც გამოჩნდნენ.

მესი და როკუცო 2017 წელს დაქორწინდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები