LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen Beetle ავტომოყვარულებს „დაემშვიდობა“

95
wolksvgnbtl

ლეგენდარული ჰეტჩბეკის Volkswagen Beetle-ის ისტორია მექსიკაში, ქალაქ პუებლაში დასრულდა. ბოლო მოდელი კი რომელიც ქარხნიდან გამოვიდა აღარ გაიყიდება და სამუზეუმო ექსპონანტი გახდება.

მოდელი ბაზარზე პირველად 30-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ 21,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ყველაზე „სახალხო“ ავტომობილს რამდენიმე ლოკაციაზე – მათ შორის გერმანიასა და მექსიკაშიც აწყობდნენ და გარდა ევროპისა ის მთელ ლათინურ ამერიკაშიც იყიდებოდა.

Volkswgane Beetle ფერდინანდ პორშემ თვით ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით ააწყო. ის ყველაზე ბიუჯეტური და „სახალხო“ ავტომობილი უნდა გამხდარიყო. პორშეს დაავალეს, რომ მანქანაში მინიმუმ 5 ადამიანისთვის გამოეყო ადგილი და მისი სიჩქარე საათში 100 კმ უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, მას შემდეგ ავტომობილმა ბევრი ცვლილება განიცადა და საბოლოო სახე 2012 წელს ჩამოუყალიბდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები