LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ყველაზე სწრაფ და ძლიერ Golf-ს გააკეთებს

golf

კომპანია Volkswagen-მა ყველაზე ძლიერი სერიული ჰეტჩბეკის Golf GTI-TCR-ის პირველი დეტალები გაამხილა. სიახლე სარბოლო ავტომობილის შთაგონებით შეიქმნა და შედეგი მართლაც შთამბეჭდავია.

ჰეტჩბეკის კონცეპტუალური ვერსია გასული წლის მაისში გამოაჩინეს და ის 2 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავითაა აღჭურვილი. აგრეგატი 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და 290 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

0-დან პირველ „ასეულს“ Golf GTI 5,6 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. სპეციალური გაუმჯობესების მიღების შემდეგ სპორტქარს საათში 260 კმ-ს განვითარებაც შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები