LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის

53
volvoelectrocars

კომპანიაVolvo გრანდიოზული ცვლილებებისთვის ემზადება, 2030 წლიდან ტრადიციული ძრავი ხმარებიდნა გაქრება და მას ელექტრონული აგრეგატი ჩაანაცვლებს.

BBC–ის ინფორმაციით, მომავალ 9 წელში კომპანია თავისი ყველა მოდელის, მათ შორის ჰიბრიდული აგრეგატის მქონე ავტომობილების განახლებას გეგმავს. განახლებული სერიული ხაზი როგორც დილერებთან, ასევე ონლაინაც აქტიურად გაიყიდება და „ვოლვო“ ამ სფეროს განვითარებისთვის საკმაო თანხების დახარჯვას გეგმავს.

„შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს მომავალი არ აქვთ“ – განაცხადა მწარმოებლის ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა ჰენრიკ გრინმა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. ეკოლოგიური მანქანების პოპულარობას ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ გარემოზე სულ უფრო მეტი სახელმწიფო ზრუნავს და შესაბამისად, საწვავაზე მომუშავე მანქანებზე უარს ამბობს. უფრო მეტიც, ევროპა სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ 2030 წლიდან გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების რეალიზება საერთოდ აკრძალოს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები