LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წავიდა: დიდებული კარიერა დასრულებულია – ფაჩულია „გოლდენ სტეიტში“ კონსულტანტად ბრუნდება

223
70297826-2648699235177040-6462525973328822272-n

საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა და უდიდესმა სპორტსმენმა ზაზა ფაჩულიამ არაჩვეულებრივი კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ქართველმა კალათბურთელმა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მთელი 16 წელი ითამაშა, რაც დაუჯერებელი მიღწევაა და კიდევ უფრო საამაყოა ის, რომ ქართველი NBA-ს ორგზის ჩემპიონია – 2017 და 2018 წლებში.

ზაზამ კარიერის დასრულება დაადასტურა:

16 წლის წინ გავხდი NBA ოჯახის წევრი.
ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი , გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული.
მთელი ცხობრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად .
არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა …
მადლობა

 

მადლობის მეტი ქართველ გულშემატკივარს არაფერი ეთქმის იმ სპორტსმენის მისამართით, რომელმაც მაგალითი მისცა უამრავ ახალგაზრდას, რომ შრომით და მონდომებით მართლაც შესაძლებელია მწვრვალების დაპყრობა.

ფაჩულიამ რამდინემე წლის წინ დაანება საქართველოს ნაკრებში თამაშს თავი და საკლუბოზე გადაერთო. ის ჩემპიონ „გოლდენ სტეიტიდან“ ბოლოს „დეტროიტში“ გადავიდა, ახლა კი, ახალი სეზონის წინ, წასვლა გადაწყვიტა.

თუმცა ფაჩულია რჩება კალათბურთში. ქართველი თავის ჩემპიონში მიდის, „გოლდენ სტეიტში“ ბრუნდება და კლუბის კონსულტანტი იქნება. ეს თავად კლუბის ოფიციალურ საიტზე წერია. ქართველი ბიზნესისა და საკალათბურთო საკითხებზე იმუშავებს.

 

ზაზა ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან თამაშობდა. ის იყო „ორლანდოს“, „მილუოკის“, „ატლანტას“, „დალასის“, „გოლდენ სტეიტის“, „დეტროიტის“ კალათბურთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები